მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

[უცხოელები] არიან ის სუბიექტები, რომლებმაც ოპოზიცია პარლამენტიდან გამოიყვანეს და ციხეებში შეიყვანეს - კობახიძე

კობახიძე

ისინი [უცხოელები] არიან სუბიექტები, რომლებმაც რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან გამოიყვანეს და ციხეებში შეიყვანეს, - ამის შესახებ „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირში უფრო მკაცრი სანქციებია იმათ მიმართ, ვინც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიებზე არ ცხადდებიან.

“ყველას შეუძლია გადახედოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრი სანქციებია დადგენილი საპარლამენტო

საგამოძიებო კომისიებში გამოუცხადებლობისთვის. და მეორე - როდესაც საუბარია უცხოელებზე, რომლებიც ახალისებდნენ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, მათ თავად უნდა იგრძნონ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ხდება. რეალურად, ისინი არიან სუბიექტები, რომლებმაც გამოიყვანეს რადიკალური ოპოზიცია პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეებში. ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია. ეს გააკეთეს სწორედ რადიკალური ოპოზიციის პატრონებმა. რატომ? იმიტომ რომ ისინი მიზანმიმართულად ჩართეს რევოლუციურ პროცესებში, რომელიც დასრულდა სრული ფიასკოთი“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ლელოს“ ლიდერებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ასევე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს „ოცნების“ სასამართლომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის პატიმრობა მიუსაჯა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები