მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი გიდები საქმიანობას აგრძელებენ - საკანონმდებლო და სტრუქტურული გამოწვევები ტურიზმის სექტორში

გამყვანი ტურიზმის დადებითი სტატისტიკის პარალელურად, შემომყვან ტურიზმში სერიოზული საკანონმდებლო და სტრუქტურული გამოწვევები რჩება. ქვეყნის იმიჯის ფორმირებაში, განსაკუთრებით საერთაშორისო დამთვალიერებლებისთვის, სერტიფიცირებული გიდების როლი შეუფასებელია, თუმცა, სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის მოსაზრებით, ბაზარზე არსებული განუკითხაობა პროფესიონალთა სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. შრომითი მიგრაციის კანონში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, უცხოელი გიდების არალეგალური საქმიანობა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. ადგილობრივი პროფესიონალები აცხადებენ, რომ რეგულაციები მხოლოდ ქაღალდზე არსებობს და აღსრულების ბერკეტი ფაქტობრივად არ მუშაობს. ეს ქმნის არათანაბარ კონკურენციას, სადაც სერტიფიცირებული, ქართულ ისტორიასა და კულტურაზე პასუხისმგებელი გიდები დაუცველნი არიან არაკვალიფიციური უცხოელი კადრების მიერ ისტორიული ფაქტების დამახინჯების რისკების წინაშე.

სტუმარი: ქეთი უგლავა - სერთიფიცირებული გიდი

#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები