მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელი პოლიტიკოსების აქციაზე მისვლა, ლუსტრაცია, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა - პრემიერი

პრემიერი

საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას, კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა უცხოელი პოლიტიკოსების, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჟიგიმანტას პავილინოისის და ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთის აქციაზე მისვლა და სიტყვით გამოსვლა.

"ამას ვითხოვდით ჩვენ ე.წ "რუსული კანონით". ეს არის, უცხოური ძალების გავლენის გამჭვირვალობა. ჩვენ დღეს სცენაზე ვხედავთ უცხოური ძალების გავლენის გამჭვირვალობას. პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები. წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს არის, აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, როცა გარედან ცდილობენ, საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას, კოლექტიური ნაცმოძრაობის სასარგებლოდ. დანარჩენზე, რა თქმა უნდა საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს", - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები