მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება" - სასტუმრო ანაკლიაში

ანაკლია

"უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება",- ამის შესახებ ანაკლიაში მდებარე ტურისტული ობიექტის “თეთრი სახლი ანაკლიაში“ დამფუძნებელმა, მარინა თოდუამ BM.GE-სთან ტურისტულ სეზონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კურორტს ძირითადად ქართველები სტუმრობენ. რაც შეეხება უცხოელებს, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება.

„ძირითადად გვსტუმრობენ ქართველები, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. უცხოელები ძირითადად არიან რუსი, უკრაინელი და სომეხი ტურისტები, ასევე არიან გერმანიიდანაც.

რაც შეეხება ფასებს, ჩვენთან ერთი ღამით განთავსება, საუზმის გარეშე 70 ლარიდან იწყება, ხოლო საუზმით 90 ლარიდან", - განაცხადა სასტუმროს დამფუძნებელმა.

გარდა ამისა, მარინა თოდუას განცხადებით, მათ აქვთ ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები, თუმცა ეს კურორტის განვითარების გარეშე, წარმატებას ვერ მოიტანს.

"ჩვენი სასტუმრო ყოველდღიურად ვითარდება. სამომავლოდ, ვგეგმავთ აუზის გაკეთებასაც. თუმცა, მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ იქნება, თუ კურორტმაც ხელი არ შეგვიწყო. უამრავი დაკონსერვებული მშენებლობაა კურორტზე, ასევე ბულვარიც მისახედია. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სიახლეები ვნახეთ ეს ყველაფერი კურორტისთვის ზღვაში წვეთია. არც ერთი ფესტივალი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ცნობადობა ამაღლდეს. უფრო მასშტაბური სახის კამპანიებია საჭირო, კურორტის განსავითარებლად“,- აღნიშნავს ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები