მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„უცხოეთიდან კადრების შემოყვანა გარდაუვალია“ - არსი

არსი

“არსის” გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, დასაქმებულთა ხელფასები ყოველი ახალი პროექტის დაწყებისას იზრდება, თუმცა სექტორში კადრების მწვავე დეფიციტი მაინც არსებობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად უახლოეს პერიოდში ქვეყანას აზიის ქვეყნებიდან კადრების შემოყვანა მოუწევს.

„2022 წელს წლიურად ხელფასები გაიზარდა 20%-ით. ყოველ 3 თვეში ერთხელ ვიწყებთ ახალი კორპუსის მშენებლობას და შესაბამისად, დგება ახალი ხარჯთაღრიცხვა. თითქმის ყოველ ახალ კორპუსზე ანაზღაურება გაზრდილია, სხვანაირად უბრალოდ ვერ იწყებ პროექტს, თუმცა კადრების დეფიციტი მაინც დგას.

ჩვენი მცხოვრებლები მიდიან პოლონეთში, რატომ? იმიტომ, რომ მისი მოქალაქეები დასავლეთ ევროპაში არიან დასაქმებულები. ეს პროცესი ჩვეულებრივია, რომელიც გავლილი აქვს სხვა ევროპულ ქვეყნებს, უბრალოდ ჩვენ, ჩემი აზრით, ამისთვის ჯერ მზად არ ვიყავით. უფრო ადრე დაიწყო ვიდრე უნდა დაწყებულიყო. გარდაუვალი იქნება, რომ ჩვენ მოგვიწევს კადრების შემოყვანა უფრო განვითარებადი ქვეყნებიდან. აზიიდან, ვისთვისაც ანაზღაურება მისაღები იქნება. რა თქმა უნდა მაგის მოწესრიგებას და დალაგებას საცხოვრებელი პირობების შექმნას და ა.შ. დრო დასჭირდება, თუმცა ეს გარდაუვალია.

რა თქმა უნდა, ჩვენც განვიხილავთ ამას, თუმცა დღეს კონკრეტული გეგმა არ გვაქვს. ვუყურებთ როგორ განვითარება მოვლენები და შესაბამისად, დადგება დღის წესრიგშიც.“ - განაცხადა ორთოიძემ.