ქართული FARA-ს ამოქმედებას X-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება. მარგუს ცაჰკნა კრიტიკულად აფასებს "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის" შემოღებას და მიიჩნევს, რომ კანონი დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
"უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის დღეს ამოქმედება "ქართული ოცნების" მორიგი სასტიკი ნაბიჯია საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმისთვის. კანონი არღვევს დემოკრატიის ძირეულ პრინციპებს, აჩუმებს კრიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და ნათლად აშორებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას", - წერს ცაჰკნა.
დღეს, 31 მაისს "ოცნების FARA" ძალაში შევიდა. "ქართული ოცნების" პარლამენტმა "FARA-ს ანალოგ" "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს" III მოსმენით მხარი 1 აპრილს დაუჭირა.




























