მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში, შედეგები სამიზნე მაჩვენებლებს აჭარბებს - მიხეილ ხიდურელი

ხიდურელი

"აწარმოე საქართველოში"-ს მიერ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის ფარგლებში შედეგები სამიზნე მაჩვენებლებს აჭარბებს - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.

მისი თქმით, 20 კომპანიის მიერ 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი თანხა ჩაიდო, რამაც 5 000 სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობა გააჩინა.

"ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტრატეგია, რომლის სამიზნე ნაწილიც უკვე შევასრულეთ. სტრატეგიის მიხედვით, ჩვენ ქვეყანაში დაახლოებით 15-დან 20-მდე ინვესტორი უნდა შემოგვეყვანა, რომელიც დაახლოებით 4 000 სამუშაო ადგილს შექმნიდა და მონეტარულად 250 000 აშშ დოლარი უნდა შემოეტანა. ჩვენ ამ მონაცემებს გადავაჭარბეთ და 5 000-მდე სამუშაო ადგილი შევქმენით და 20 კომპანიისგან 1 მლრდ ლარამდე ინვესტიციის მოზიდვა შევძელით. ამ კომპანიების სახელები ყველასთვის კარგად ცნობილია. ბევრია არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგიდან, ასევე ენერგეტიკული კომპანიები", - განაცხადა ხიდურელმა და დასძინა, რომ სააგენტო დღეისთვის ახალ სტრატეგიაზე მუშაობს, რომლითაც ახალი გეგმები გაიწერება "რომლებიც იქნება ამბიციური და ამასთან რეალისტური. ჩვენ, უნდა ვიცოდეთ, რა სექტორებში გვაქვს უპირატესობა და როგორია შესაძლებლობები", - განაცხადა ხიდურელმა მედიასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები