მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უვიზო მიმოსვლა ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება - საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი X-ზე წერს, რომ უვიზო მიმოსვლა გარკვეულ ვალდებულებებს ეფუძნება და მათი შესრულება წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა.

"უვიზო მიმოსვლა ორმხრივ ვალდებულებებს ეფუძნება. ვიზის შეჩერების მექანიზმი წინასწარ შეთანხმებული პროცედურაა ვალდებულებების დარღვევის დროს სწორ გზაზე დასაბრუნებლად. ორმხრივი პატივისცემა აუცილებელია საერთო სარგებლის დაცვისთვის", - წერს ელჩი.

ცნობისთვის, 15 ივლისს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას გაეგზავნება წერილი და მიეცემა ვადა აგვისტოს ბოლომდე. ამ ვადაში მან უნდა შეასრულოს ვიზის შეჩერების მექანიზმის გასული წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი უვიზო რეჟიმის გაუქმებას არ გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები