მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უვიზო მიმოსვლის დაკარგვა წარმოუდგენელია. ამაზე სრულად პასუხისმგებელი მმართველი პარტიაა - ზვიად ჭუმბურიძე

ჭუმბურიძე

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. გაერთიანების ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, რომ ის მიღწევები, რომელიც EU-სგან საქართველოს აქვს მინიჭებული, შესანარჩუნებელია, რათა საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა რუსეთმა საგარეო არენაზე არ გაიმარჯვოს.

"უვიზო მიმოსვლა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან არავის აქვს საქართველოს გარდა. სწორედ ეს აძლევს ჩვენს ქვეყანას უპირატესობას რეგიონშიც, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი იყოს თავისუფალი ვაჭრობისთვის და არამხოლოდ. უვიზოდ გადაადგილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს არ არის ტექნიკური საკითხი. ეს პირველ რიგში მორალური მხარეა, რადგან ჩვენ გათანაბრებული ვართ ევროპელ პარტნიორებთან და მოქალაქეებთან და ყოველთვის იქნება უმნიშვნელოვანესი უპირატესობა არამხოლოდ რეგიონში, არამედ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. ასე რომ ამის დაკარგვა წარმოუდგენელია. მე არ ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს და მუდმივად ვარწმუნებ ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და დიპლომატებს, რომ სხვა მექანიზმი უნდა მოიძებნოს.

ეს იქნება, პირველ რიგში, ჩვენ მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნის - რუსეთისთვის უდიდესი საგარეო გამარჯვება, თუ ჩვენ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა შეგვიწყდება და ამაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიას. არცერთი მონაპოვარი, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს, არ უნდა დაიკარგოს. რისთვის არის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რისთვის არის მმართველი პარტია - ეს უნდა შეინარჩუნოს, ეროვნული ინტერესების გათვალისწინების ყველანაირი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

მისივე თქმით, უვიზო მიმოსვლასთან ერთად, ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობა (DCFTA) ის ინსტრუმენტებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიკარგოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები