მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უხარისხობას ვაფინანსებთ - სამანიშვილი რთველის სუბსიდირებაზე

6381084d0629d
ალა ისპირიანი
25.11.22 22:45
638
პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ რთველი სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ არსებული გამოწვევების ფონზე მიიღო და ამისათვის ჯამში ₾150 მლნ გამოიყო. სუბსიდია რქაწითელს, სახვანჭკარე და კახური მწვანის ჯიშის ყურძნებს შეეხო.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმაც გააკეთა და თქვა, რომ სუბსიდირების მიზეზი მსოფლიოში მიმდინარე რთული ეკონომიკური პროცესებია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ღვინის ექსპერტი გიორგი სამანიშვილი კი მიიჩნევს, რომ სუბსიდირება სწორი არ არის და თანაც თანხა არასამართლიანად განაწილდა.

„150 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი რთველის სუბსიდირებისთვის, აქედან 100 მილიონი დაიხარჯა. ჩვენი ექსპორტი კი სულ 800-900 მილიონი ლარია. ვაფინანსებთ უხარისხობას და თანხას არა სამართლიანად ვანაწილებთ. მხოლოდ კახეთში და მხოლოდ რამდენიმე ჯიშზე. რა დააშავა იმერეთში მევენახემ. ამხელა თანხას ვხარჯავთ და ბევრ რამეს ვაფუჭებთ, ამის მეათედი მარკეტინგს, რომ დაემატოს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა მან.

რთველის სუბსიდირებიდან გამოსვლაზე განცხადება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმაც გააკეთა და თქვა, რომ ამას დაახლოებით 3-4 წლიანი პერიოდი დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ 2017 და 2018 წლებში სუბსიდია 40 მილიონი ლარი იყო, რაც 2019 წელს 80 მილიონამდე, 2020-ში 104 მილიონ ლარამდე, 2021 წელს კი 138 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები