მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uzbekistan Airways-ი ბათუმის აეროპორტიდან კვირაში 2-ჯერ იფრენს

62850ba99e50d
მარიამ ვარადაშვილი
18.05.22 19:09
837
ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს. რეისები 21 მაისიდან ტაშკენტი - ბათუმი - ტაშკენტის საჰაერო ხაზზე შესრულება. ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ტაშკენტსა და ბათუმს შორის 1 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
 
„საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარება,  ახალი რეისების, ახალი ავიაკომპანიების ოპერირება და ავიამიმოსვლების ზრდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება,  რაზეც დიდად არის დამოკიდებული ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორის - ტურიზმის სწრაფი აღდგენა და გაუმჯობესება. ვიცით, რომ ტურიზმში ძალიან მზარდი დინამიკა გვაქვს და სასიხარულოა, რომ ამ პოზიტიურ სტატისტიკაში უზბეკეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობასაც მნიშვნელოვანი წილი ექნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. 
 
ის ასევე მიიჩნევს, რომ ბათუმის აეროპორტიდან უზბეკური ავიაკომპანიის ოპერირებით რეისების შესრულება ამ დინამიკას კიდევ უფრო გააუმჯობესებს. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Uzbekistan Airways-ს აღნიშნული მიმართულებებით ოპერირების ნებართვა 16 მაისს მიანიჭა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები