მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

უზენაესი სასამართლოდან შსს-ში - შალვა თადუმაძე ვახტანგ გომელაურის მოადგილედ დაინიშნა

შალვა თადუმაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა.

2 დეკემბერს ლიეტუვამ სანქციები დაუწესეს საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩამხშობ პირებს. მათ შორის შალვა თადუმაძეს. ამ დრომდე სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, შალვა თადუმაძე გეგმავს, რომ ლიტვის მხრიდან დასანქცირების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს.

შალვა თადუმაძე ლიეტუვის გარდა, უკრაინის მიერაც არის დასანქცირებული.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით:

შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური
სწავლების სკოლაში.

გომელაურს ამ დრომდე 4 მოადგილე ჰყავდა: შალვა ბედოიძე, ალექსანდრე დარახველიძე, გიორგი ბუთხუზი და იოსებ ჭელიძე.

bm.ge-ის სამინისტროში უთხრეს, რომ ოთხივე მოადგილე შეინარჩუნებს თანამდებობას და დაემატება კიდევ ერთი, მეხუთე მოადგილე.

TI-ის მიერ მოკვლეული მასალით არ დასტურდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის აუცილებელი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი კვალიფიკაციის ქონა. კერძოდ, მოსამართლეს უნდა ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. თადუმაძის განათლების შესახებ ინფორმაციას ვრცლად გაეცანით აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები