"ამბასადორი ჯგუფის“ მრავალრიცხოვანი და მრავალფუნქციური რესურსიდან გამომდინარე, ჯგუფის ქოლგის ქვეშ 10 თვეა ტურისტულმა კომპანია ,,ამბასადორი თრეველმა“ დაიწყო ოპერირება, - საკითხზე დეტალურად „ქალების ნარატივში“ კომპანიის დირექტორმა, სალომე თოთიბაძემ ისაუბრა.
„ბრენდი "ამბასადორი“ თავისთავად ხაზს უსვამს სტანდარტსა და ხარისხს. უცხოელი და ადგილობრივი სტუმრებისათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად გადაწყდა ტურისტული მომსახურებაც ბრენდის სახელის ქვეშ მოგვექცია“, - აღნიშნა სალომე თოთიბაძემ.
მისივე თქმით, „ამბასადორი თრეველი“ ორიენტირებულია როგორც გამყვან, ისე შემომყვან ტურიზმზე. ამასთან, თოთიბაძის განმარტებით, გარდა სტანდარტული სერვისისა, რომელიც გულისხმობს ავიაბილეთების შეძენას, სასტუმროს ჯავშანს, ტურებს, ტრანსფერებს, სამოგზაურო დაზღვევასა და სავიზო მხარდაჭერას, კომპანია უზრუნველყოფს ჩარტერული რეისებით, ვერტმფრენით და იახტებით მომსახურებასაც.
„ჩარტერული რეისებით, კერძო თვითმფრინავებით ძირითადად ბიზნეს სექტორი სარგებლობს და ეს კერძო დაკვეთებს ეხება. ვერტმფრენით მომსახურება და იახტით სარგებლობა ძირითადად ზაფხულშია მოთხოვნადი. ორგანიზებას ვუწევთ აგრეთვე საქმიან ე.წ. MICE ტურიზმს, რომელიც გულისხმობს კონფერენციებისა და ბიზნეს შეხვედრების დაგეგმვას. განსხვავებით სხვა ტურისტული კომპანიებისგან, "ამბასადორი თრეველი“ მზადაა, 24-საათიან რეჟიმში მოემსახუროს მგზავრებს“, - განაცხადა „ამბასადორი თრეველის“ დირექტორმა.
ამ ეტაპზე კომპანიაში დასაქმებულია 10 თანამშრომელი, რომელიც 12-მდე კორპორატიულ კლიენტს სრულ ტურისტულ მომსახურებას უწევს. დაარსების დღიდან კომპანია საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წევრია.
„გეგმები მზარდი და დიდი გვაქვს. მალე შესაძლებელი იქნება „ამბასადორი თრეველის“ ვებ გვერდზე ტურების დაჯავშნა და ავიაბილეთების შეძენა. სამომავლოდ, კომპანიის წარმომადგენლობის გახსნას ვგეგმავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. აქ ევროპის ქვეყნები მოიაზრება“, - აღნიშნა სალომე თოთიბაძემ.