მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უზუნაშვილის მუკუზნის მარნის“ ღვინოები ექსპორტზე აშშ-სა და გერმანიაში გადის

უზუნაშვილი მეღვინეობა

„უზუნაშვილის მუკუზნის მარანის“ ღვინოები ექსპორტზე აშშ-სა და გერმანიაში გადის, ხოლო მოლაპარაკებები ინგლისთანაც მიმდინარეობს. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ბრენდის თანადამფუძნებელმა, ელისო უზუნაშვილმა ისაუბრა.

„აშშ-ში ჩვენი ღვინის დაგემოვნება ნიუ-იორკში არსებულ ქართულ რესტორან „ჭამა მამა“-შია შესაძლებელი, ხოლო გერმანიაში „8000 მოსავლის“ მაღაზიაში. ჩვენი ღვინოების ექსპორტი მხოლოდ ამ ქვეყნებით არ გვინდა რომ შემოიფარგლოს, ღვინის ნიმუშები ინგლისშიც უკვე გაიგზავნა, რომლის საბოლოო პასუხები თვის ბოლოს გახდება ცნობილი,“ - განაცხადა ელისო უზუნაშილმა.

მისივე თქმით, „უზუნაშვილის მუკუზნის მარანის“ წარმოების ჯერ მხოლოდ 10% გადის ექსპორტზე, თუმცა საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობენ.

„უზუნაშვილის მუკუზნის მარანის“ ბრენდის ქვეშ ოთხი სახეობის ღვინო იწარმოება. ესენია: საფერავი, რქაწითელი, ქისი და მწვანე.

„თითოეული სახეობის ღვინოს წლიურად 2 000 ბოთლს ვაწარმოებთ, ჯამში 8000-მდე ბოთლს. წარმოების ძირითადი ნაწილის რეალიზება საქართველოში ხორციელდება, რომელთა ღირებულება საშუალოდ 40-50 ლარი იქნება,“ - აღნიშნავს ელისო უზუნაშვილი.

„უზუნაშვილის მუკუზნის მარანი“ გურჯაანის რაიონში, სოფელ მუკუზანში მდებარეობს. მეღვინეობას 2017 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომლის ვენახები 4 ჰექტარზეა გადაჭიმული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები