მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უზურპატორ ხელისუფლებას და ბობოლა მეღვინეებს არც გავყოფდი" - „მხოლოდ კარგი ღვინოები“ გამოწვევებზე

მანაგაძე

„მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი, ვასილ მანაგაძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმის კურსი“ ღვინის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოდან რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 70%-მდეა გაზრდილი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამ ექსპორტის ნახევარზე მეტი წილი კი 7-8 მსხვილ ღვინის კომპანიაზე მოდის, რომელიც ხელისუფლების ნაწილია და ძალადობრივ რუსულ რეჟიმს ასაზრდოებს.

„რასაც ეს უზურპატორი, რუსული ხელისუფლება თავის მოსახლეობას უკეთებს, საქართველოს უახლოეს ისტორიაში არნახულია. მაგრამ მიხარია, რომ ქართველი ხალხი ძალიან მყარად დგას. დარწმუნებული ვარ, რომ რუსულ შემოტევას გავუძლებთ და ყველა პასუხს აგებს იმ დანაშაულებისთვის, რასაც ისინი სჩადიან. დასავლეთის ქვეყნებიდან, ჩვენი მოსახლეობას სრულ მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს მოთხოვნას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. რათა ძალადობა არ იყოს უზურპირებული.

დალაგებულ, ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ბიზნესი ხმას აიმაღლებდა, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, როდესაც საქმე ოლიგარქიულ მმართველობასთან გვაქვს, სამწუხაროდ მსხვილი ბიზნესები, რომლებიც ღვინის სექტორში არიან, ესენი არიან ხელისუფლების ნაწილი. ისინი არიან მეღვინეები, რომლებიც ძალადობრივ, რუსულ რეჟიმს ასაზრდოებენ. რეალურად არც გავყოფდი ამ უზურპატორ ხელისუფლებას და ბობოლა მეღვინეებს. რუსეთში 70%-ზეა ქართული ღვინის ექსპორტი ასული, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სტატისტიკას თუ ჩავშლით, ვის გააქვს ამ 70%-ის ძირითადი წილი, ვნახავთ, რომ ესენი რეალურად მეღვინეებიც არ არიან", - ამბობს მეღვინე.

მისივე ცნობით, ამ მეღვინეებს პარალელურად სხვა ბიზნესებიც აქვთ. ხოლო მეღვინეობა მათთვის ფულის საშოვნ დაზგას წარმოადგენს.

"ეს ბობოლა მეღვინეობის კომპანიები იმდენად არიან ხელისუფლებასთან შეზრდილი , რომ ისინი ამ ძალადობრივ რეჟიმს პირდაპირ აფინანსებენ. ისინი მეღვინეები არ არიან, ისინი არც რუსეთის ბაზარზე არ არიან დამოკიდებული, რადგან პარალელურად მათ სხვა ბიზნესებიც აქვთ. მათთვის ქართული მეღვინეობა და ქართული დარგი არის ფულის საშოვნი დაზგა. როგორც ერთჯერადი მოხმარების ხელსახოცს ისე მოიხმარენ ქართულ მეღვინეობას და ამ დარგს და შემდეგ სხვა ბიზნესში გადავლენ. რეალურად ვინც ამ დარგშია, ამდენი წელი შრომით, რუდუნებით ვენახებიც გააშენა, ქარხნებიც ააშენა, ჭურები ჩაყარა, ამ ხალხის აღსადგენი იქნება ზიანი, რომელიც მეღვინეობის დარგს ამ თორმეტი წლის განმავლობაში მიადგა. მიუხედავად იმისა, თავი მოაქვთ რომ ექსპორტი გაიზარდა, გეოგრაფია გაიზარდა“, - ამბობს ვასილ მანაგაძე.

„მხოლოდ კარგი ღვინოების“ დამფუძნებელი ეთერში აცხადებს, რომ ქართული მეღვინეობა არის საშინელ მდგომარეობაში, რაც ზემოთ ხსენებული კომპანიების დამსახურებაა. მისივე თქმით, ქართული ღვინო ექსპორტზე 1.20 დოლარად გადის, რაც წარმოუდგენელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები