მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჭრობა, ჩრდილო-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი, ენერგეტიკა - რაზე ისაუბრეს პუტინმა და ალიევმა?

პუტინი

რუსეთი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ერთმანეთს 3 ივლისს ყაზახეთში შეხვდნენ. ვაჭრობა, ჩრდილო-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანი, ენერგეტიკა, ჰუმანიტარული პროექტები - ეს ის საკითხები იყო, რომლებზეც ქვეყნის მმართველებმა გაამახვილეს ყურადღება.

პუტინმა და ალიევმა აღნიშნეს, რომ მათი შეხვედრები თითქმის ერთთვიანი შუალედებით იმართება, რაც ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას კიდევ უფრო ხელს უწყობს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნებს შორის ვაჭრობის განვითარებას საკვანძო საკითხი უწოდა და აღნიშნა, რომ რიცხვები მზარდია.

„ჩვენი ურთიერთობები დადებითად ვითარდება. სავაჭრო ბრუნვა 4.5 მლრდ-ზე მეტია - ეს აზერბაიჯანის ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციებია. კარგი ტენდენცია გვაქვს, რაც წლის პირველ ნახევარში ჩემი ინფორმაციით, 13%-ს შეადგენს“, - აღნიშნა პუტინმა.

საკითხთან დაკავშირებით ილჰამ ალიევმა განაცხადა: „ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა გასულ და მიმდინარე წელს იმის დემონსტრირებას წარმოადგენს, რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკები ერთმანეთთან კარგად ურთიერთქმედებენ“.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩრდილო-სამხრეთის დერეფნის განვითარებას შეეხებოდა: „მინდა ინფრასტრუქტურის კუთხით ჩვენი გეგმების შესახებ აღვნიშნო, და რა თქმა უნდა, პირველ ადგილს ახლა ჩრდილო-სამხრეთის დერეფანი იკავებს. ვიმედოვნებ, ამაზე ორ სიტყვას თქვენც იტყვით. სხვა მიმართულებითაც არსებობს შესაძლებლობები, მათ შორის ენერგეტიკის, წარმოების კოოპერაციის მიმართულებით“, - მიმართა პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს.

ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ჩრდილო-სამხრეთის დერეფანთან მიმართებით დადებითი მოვლენები მოხდა, თუმცა პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, რას შეეხება წინსვლა. ამასთან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მმართველი, ქვეყნის სადერეფნო შესაძლებლობებზე ზოგადად საუბრობს.

„ჩრდილო-სამხრეთის დერეფანზე ჩვენ მოსკოვში გასულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ, მას შემდეგ პოზიტიური მოვლენები მოხდა, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. ჩვენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სადერეფნო ინფრასტრუქტურის განვითარება გვაქვს გადაწყვეტილი, მიუხედავად იმისა რომ ის არსებობს, იმ გეგმებს არ შეესაბამება, რომელიც ჩვენს პარტნიორებს და მეზობლებს ამ პროექტის მაქსიმალური ამოქმედების მიზნით აქვთ.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ენერგეტიკის დარგში ახალი იდეებია და ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები მუდმივ კომუნიკაციაში არიან“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა ჰუმანიტარულ პროექტებზეც ისაუბრეს, მათ შორის აზერბაიჯანის სკოლებში რუსული ენის სწავლების შესახებ. პუტინმა სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობიანი დღის წესრიგის შექმნის ხელშესაწყობად მზაობაც გამოთქვა. მხარეებმა ასევე სატრანსპორტო, გემთმშენებლობის, ფარმაცევტულ სექტორში, ასევე ავტოწარმოების მიმართულებით ისაუბრეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები