მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა ხელფასები გაიზარდა - BAG ინდექსი

64240bbc2aa3e
ვიქტორია მღებრიშვილი
29.03.23 14:09
459
BAG ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევის მიხედვით, 2022 წლის მეოთხე და 2023 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა ხელფასები კომპანიების 48%-მა გაზარდა.

ასოციაციის წევრი კომპანიების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ სექტორულად ხელფასების ზრდა უმეტესად ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა.

კვლევის შედეგების მიხედვით, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი 4.9 ქულით გაუმჯობესდა და 34.0 ქულა შეადგინა და ეს მონაცემები ყველა სექტორში გაუმჯობესებულია. აღსანიშნია ვაჭრობის სექტორი, სადაც მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 10.7 ქულით არის გაზრდილი. აღნიშნულს, შესაძლოა სექტორში მოსალოდნელი გაყიდვების ზრდა განაპირობებდეს, რასაც გამოკითხული კომპანიების 72% ასახელებს.

2023 წლის I კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა 33%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. რაც შეეხება 2023 წლის II კვარტლის მოლოდინს, გამოკითხული კომპანიების 45% დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას ელის.

სექტორებს შორის, 2023 წლის I კვარტლის მდგომარეობასა და 2023 წლის II კვარტლის მოლოდინს დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ყველაზე პოზიტიურად მშენებლობის სექტორში აფასებენ.

2023 წლის I კვარტლის მდგომარეობას დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ყველაზე ნეგატიურად ვაჭრობის სექტორში აფასებენ (13.9%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა მცირდება).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები