მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვაჭრობის პირველმა დღემ მოლოდინს გადააჭარბა” - თურნავა ოქროს ზოდების რეალიზაციაზე

სები

გასულ კვირას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების რეალიზაციის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელთა გაყიდვაც 4 დეკემბერს დაიწყო. როგორც სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მედიასთან განმარტავს, ეს გადაწყვეტილება მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნის ზრდითაა განპირობებული.

“ოქროს ზოდების გაყიდვა ჩვენი ახალი ინიციატივაა. გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ოქროზე, როგორც საინვესტიციო რესურსზე და საქართველოში ნებისმიერ მომხმარებელს მივეცით საშუალება, შეიძინოს ორი ტიპის პროდუქტი: მცირე ზომის, 20-გრამიანი და დიდი, 1-კილოგრამიანი ზოდები. ასევე, საბანკო სისტემის მეშვეობით, ე.წ. ოქროს სერტიფიკატები, რომლის წარდგენის შემდეგაც ეროვნული ბანკი იმავე წონის ოქროს გასცემს”, - განმარტავს ნათია თურნავა.

მისი შეფასებით, ოქროს ზოდებით ვაჭრობის პირველმა დღემ სებ-ის მოლოდინს გადააჭარბა.

“ვაჭრობის პირველმა დღემ მოლოდინს გადააჭარბა. 60-მდე მცირე ზომის ოქროს ზოდი და ერთი 1 კგ-იანი ზოდი გაიყიდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული იმისთვის, რომ დაზოგვისა და ინვესტირების უფრო დივერსიფიცირებული საშუალებები შევთავაზოთ დაინტერესებულ პირებს”, - ამბობს სებ-ის პრეზიდენტი.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეალიზაციის პირველ ეტაპზე 100-100 ცალი 20-გრამიანი და 10-10 ცალი 1-კილოგრამიანი ოქროს ზოდები და სერტიფიკატები ჩაუშვა.

ეროვნულმა ბანკმა ხუთ საათში ოქროს 40-მდე ზოდი გაყიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები