2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქართული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი 69 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც წლიურად 14%-ით არის გაზრდილი. სებ-ის სტატისტიკის თანახმად, მთლიან სესხებში 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების რაოდენობა 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი პორტფელის 1.7%-ია. შედარებისთვის 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელის ასევე 1.7% იყო ვადაგადაცილებული, შესაბამისად ამ მიმართულებით ზრდა არ აღინიშნება.
1.2 მილიარდის ვადაგადაცილებული სესხებიდან 354 მილიონი ლარი კორპორაციულ სექტორზე მოდის, 417 მილიონი ლარი მცირე და საშუალო ბიზნესზე, 189 მილიონი კი მიკრო ბიზნესზე მოდის. ფიზიკური პირების კრედიტებში კი ვადაგადაცილება 264 მილიონი ლარია.
ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი ვადაგადაცილება რესტორნების, კაფეების და სწრაფი კვების სექტორში ფიქსირდება, სადაც პორტფელის 5.4% 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია. წინა წლის მსგავსად, ეს სექტორი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა გაორმაგებულია ვადაგადაცილების წილი ჯანდაცვის სექტორში, რის გამოც ეს სექტორი მეორე პოზიციას იკავებს. რაც შეეხება მესამე პოზიციას, ამ ადგილს სასტუმროები და ტურიზმი იკავებს.
2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით ვადაგადაცილებული სესხები სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება - დალაგებულია ვადაგადაცილების წილის მიხედვით:
| # | სექტორი | მთლიანი საკრედიტო პორტფელი მლნ ლარი | ვადაგადაცილების წილი |
| 1 | რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 942 მლნ ლარი; | 5.24% |
| 2 | ჯანდაცვა | 1,071 მლნ ლარი; | 4.81% |
| 3 | სასტუმროები და ტურიზმი | 3,066 მლნ ლარი; | 4.42% |
| 4 | ვაჭრობა | 2,222 მლნ ლარი; | 4.02% |
| 5 | მძიმე მრეწველობა | 795 მლნ ლარი; | 3.25% |
| 6 | სოფლის მეურნეობის სექტორი | 3,496 მლნ ლარი; | 3.21% |
| 7 | წარმოება (სხვა) | 950 მლნ ლარი; | 2.79% |
| 8 | სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 1,213 მლნ ლარი; | 2.55% |
| 9 | მათ შორის: ექსპორტიორები | 805 მლნ ლარი; | 2.36% |
| 10 | ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 790 მლნ ლარი; | 2.14% |
| 11 | უძრავი ქონების დეველოპმენტი | 4,342 მლნ ლარი; | 2.05% |
| 12 | უძრავი ქონების მენეჯმენტი | 3,829 მლნ ლარი; | 1.98% |
| 13 | სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 2,637 მლნ ლარი; | 1.90% |
| 14 | სხვა | 464 მლნ ლარი; | 1.90% |
| 15 | სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 2,077 მლნ ლარი; | 1.84% |
| 16 | სერვისი | 4,225 მლნ ლარი; | 1.69% |
| 17 | სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 1,940 მლნ ლარი; | 1.23% |
| 18 | ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 885 მლნ ლარი; | 1.08% |
| 19 | ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 582 მლნ ლარი; | 0.95% |
| 20 | ავტომობილების დილერები | 318 მლნ ლარი; | 0.57% |
| 21 | ფარმაცევტიკა | 220 მლნ ლარი; | 0.44% |
| 22 | საფინანსო ინსტიტუტები | 1,584 მლნ ლარი; | 0.12% |
| 23 | სახელმწიფო ორგანიზაციები | 157 მლნ ლარი; | 0.01% |
| 24 | ენერგეტიკა | 2,670 მლნ ლარი; | 0.01% |
| 25 | ტელეკომუნიკაცია | 269 მლნ ლარი; | 0.00% |
| 26 | საბითუმო ლომბარდი | 259 მლნ ლარი; | 0.00% |
| 27 | ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 155 მლნ ლარი. | 0.00% |




























