მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია - დამწვარია სასაწყობე ფართები

ხანძარი

თბილისში, გამთენიისას, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით მოვაჭრეები პირველ კომენტარს აკეთებენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ხანძარი დაახლოებით 6:00 საათზე გაჩნდა. მათივე თქმით, ცეცხლი ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.

როგორც მოვაჭრეები განმარტავენ, დამწვარია სასაწყობე ფართები, სადაც განთავსებული იყო მეორეული ტანსაცმელი, ხილ-ბოსტნეული და სხვადასხვა სახის პროდუქტი.

ამ წუთებში მოვაჭრეები ცდილობენ სასაწყობე ფართების ის ნაწილი დაცალონ, სადაც ხანძარი არ არის.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

რამ გამოიწვია ხანძარი, ამ დროისთვის უცნობია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები