ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ადგილზე სახანძრო - სამაშველო ბრიგადები კვლავ აგრძელებენ მუშაობას. მობილიზებულია პოლიციაც.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და რამდენი საწყობი დაიწვა, ჯერჯერობით უცნობია.