მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაგზლის მიმდებარე კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა

მუსელიანი

სახანძრო-სამაშველო მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განაცხადებით, ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

უცნობია, კონკრეტულად რომელი კლინიკებიდან გაიყვანეს პაციენტები. bm.ge-ის თოდუას კლინიკაში უთხრეს, რომ მათი საავადმყოფოდან ევაკუაცია არ მომხდარა.

"112 -დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირება, დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში, დაახლოებით, ჩართული არის 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა.

მეხანძრე მაშველების დროული-რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია. ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.

რაც შეეხება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულა კლინიკებს, აღნიშნული კლინიკებიდან მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა პაციენტების ევაკუაცია. დაშავებულების შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ გვაქვს. 15 000 კვადრატზე არის დაახლოებით დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების ქრობის სამუშაოები", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.

თბილისში, ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა და უკვე ლოკალიზებულია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტანსაცმლის და სხვადასხვა სახის სასაწყობე ფართებს გაუჩნდა.

ხანძარი დაახლოებით 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები