მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკანსიები 4-5 პოზიციაზე გამოვაცხადეთ, მაგრამ კადრებს ვერ ვპოულობთ - რესტორატორი

63820b1088619
ლიკა გურაბანიძე
26.11.22 18:29
15784
ძველ თბილისში მდებარე საშუალო და მაღალ სეგმენტზე გათვლილ რესტორან “სოფიკოს” პანდემიამდე 55 დასაქმებული, ხოლო ამჟამად 33 ჰყავს. რესტორნის თანადამფუძნებლის ირაკლი კახიძის თქმით, დღეს ის კადრების დეფიციტს ვერ ავსებს, რადგან განთავსებულ ვაკანსიებს გამოხმაურება არ აქვს.

“ვაკანსიები 4-5 პოზიციაზე გვაქვს გამოცხადებული, მაგრამ კადრებს ვერ ვპოულობთ. შემიძლია ვთქვა, რომ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე კარგად გადამხდელი კომპანია ვართ და ანაზღაურება საშუალოზე მაღალია, თუმცა ამის მიუხედავად, ხალხს მაინც ვერ ვაგროვებთ, რადგან ძალიან ბევრი ქვეყნიდან გავიდა, ბევრი ტაქსიზე, ბევრიც მიტანის სერვისზე გადავიდა", - განმარტა კახიძემ.

მისივე თქმით, 2022 წლის ზაფხულის სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებითაც კი. შედეგად, საშუალო ჩეკი გასული წლის ზაფხულის პერიოდთან შედარებით თითქმის 2-ჯერ მეტი იყო.

“წელს უხვსტუმრიანი სეზონი იყო. სეზონი სექტემბრის ბოლოს უკვე მთავრდება და ტურისტები ქვეყნიდან გადიან, მაგრამ ახლა ომის ფონზე უფრო მეტი მიგრანტია, რომელსაც ჩვენ ტურისტად აღვიქვამთ და ჩვენს რესტორანში უცხოელი ვიზიტორების შემოდინება გრძელდება. ზაფხულში ჩვენი ყველაზე ხშირი სტუმრები უკრაინელები, რუსები და ბელარუსები იყვნენ, რაც ომმა განაპირობა. პანდემიის პერიოდში ძველ ნიშნულამდე დასაბრუნებლად 2-3 სეზონის გასვლას ველოდით, მაგრამ ეს ბევრად უფრო სწრაფად ხდება”, - აღნიშნა მან.

ირაკლი კახიძის განმარტებით, ბოლო ერთ წელში კომუნალური გადასახადების და საკვებ პროდუქციაზე გაძვირებული ხარჯების გამო, რესტორანში ფასებმა 10-15%-ით მოიმატა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები