მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

სანაია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანი, ვახო სანაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოიტანა.

როგორც სანაიამ სასამართლოზე განაცხადა, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა ყოველდღე უნდა გადაიკეტოს.

„რაც ვიდეო კადრებში არის, ეს ასეა, მაგრამ არანაირი ხელოვნური გადაკეტვა იქ [რუსთაველზე] არ ყოფილა, ამაზე ბუნებრივი არსად, არაფერი ხდება. სიტყვა ხელოვნური არის უადგილო, ყველა, ვინც იქ არის, გამოხატავს პროტესტს რეჟიმის წინააღმდეგ. ის, რაც მათთვის ხელოვნურია, ეს ჩვენთვის ხელოვნური არ არის. უკანონო კანონებით არიან წარმოდგენილები.

ეს არ არის ხელოვნური გადაკეტვა, ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც რუსთაველზე ხდება“,- განაცხადა ვახო სანაიამ და დასძინა, რომ გარეთ გამოსვლის შემდეგაც გააგრძელებს პროტესტს.

ცნობისთვის, ვახო სანაია დღეს დააკავეს. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო, 18 აგვისტოს საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები