საინვესტიციო აქტივების მმართველმა ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, VanEck-მა ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი ETF-ის გამოშვება გადაწყვიტა, რომელიც ბაზრის მონაწილეებს კრიპტოვალუტა BNB-ში ინვესტირების საშუალებას მისცემს.
BNB Chain-ის ETF-ის გამოშვებასთან დაკავშირებით მოთხოვნა საფონდო ბირჟების მარეგულირებელს უკვე გაეგზავნა და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ ის კომისიის მიერ დამტკიცებული იქნება.
თუკი VanEck-ის ETF მწვანე შუქს მიიღებს, მაშინ მას სხვა აქტივების მმართველი კომპანიებიც მიჰყვებიან, რომლებიც BNB-ის ETF-ის საკუთარ ვერსიას გამოუშვებენ, როგორც ეს ბიტკოინის და ეთერიუმის შემთხვევაში მოხდა.