ივენთ მენეჯმენტი ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური, სტრესული და რთულად პროგნოზირებადი ბიზნესია, სადაც გრძელვადიანი წარმატების მიღწევა მხოლოდ უმაღლესი პროფესიონალიზმით მიიღწევა. კომპანია "Vanilla Events" ქართულ ბაზარზე ზუსტად 20 წელია ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში მათ პორტფელში 3500-ზე მეტი საერთაშორისო და სახელმწიფო ღონისძიება, კონფერენცია თუ კერძო მიღება დაგროვდა. უმწიკვლო რეპუტაციისა და დეტალებზე ორიენტირებული მუშაობის შედეგად, კომპანიამ გლობალური აღიარება მოიპოვა და მსოფლიოს საუკეთესო ივენთ კომპანიების 100-ეულში შევიდა. როგორ ახერხებს ბიზნესი კონცეფციის შემუშავებიდან შესრულებამდე ხარისხის უმაღლესი სტანდარტის შენარჩუნებას?
სტუმარი: თიკო ნიჟარაძე - Vanilla Events, დამფუძნებელი
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად






























