მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Vanilla Sky – 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ფრენები აღდგება

5ed74d51b73cc
ინგა მურუსიძე
03.06.20 11:07
1543
Vanilla Sky-ს ინფორმაციით, საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ფრენები აღდგება.

"Vanilla Sky 15 ივნისიდან აღადგენს შიდა რეისებს თბილისი-ბათუმი; ნატახტარი-მესტია; ნატახტარი-ამბროლაური მიმართულებით.

სულ მალე შეგატყობინებთ ფრენების განრიგს", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში, რომელსაც ის facebook-ში თავის გვერდზე ავრცელებს.

bm.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად თავად vanila sky-ს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ მათთვის აეროპორტების გაერთიანებას ჯერ განრიგი არ მიუწოდებია და ფრენების აღდგენის შესახებ ინფორმაცია 100%-ით დადასტურებული არ არის, თუმცა კომპანიაში იმედი აქვთ, რომ 15 ივნისამდე ყველა პროცედურა დასრულდება და ფრენების აღდგენაც შესაძლებელი გახდება.

თავის მხრივ, აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ აეროპორტები მოქალაქეების მისაღებად ემზადებიან.

"როგორც ცნობილია, საქართველო შიდა ტურიზმისთვის 15 ივნისიდან იხსნება. შესაბამისად, ჩვენც ვემზდებით, რომ ქვეყნის შიდა აეროპორტები სრულ მზადყოფნაში იყოს და პირველი მგზავრების მიღება უსაფრთხოდ და ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით შევძლოთ", - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები