მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანის მუნიციპალიტეტის მიერ 2018-2019 წლებში 76.7 ათასად შეძენილი სხვადასხვა მასალა დასაწყობებულია - აუდიტი

602908b7f1e0f
თამთა ჯიჯავაძე
14.02.21 18:21
1205
ვანის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის შეიძინა 291.2 ათასი ლარის, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში – 74.9 ათასი ლარის ღირებულების სხვადასხვა მასალა. თუმცა, მათი ნაწილი დასაწყობებულია. ამის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შესყიდული მასალებით მუნიციპალიტეტის სოფლებში უნდა შესრულებულიყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო.

„წარმოდგენილი მონაცემებით გამოვლინდა, რომ მოსახლეობისათვის გადაცემული მასალების ნაწილი, თანხით 76.7 ათასი ლარი, დასაწყობებულია და მოსახლეობას დანიშნულებისამებრ არ გამოუყენებია. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების დაგეგმვისას არ გაითვალისწინა ყველა ფაქტორი, რასაც შესაძლოა ხელი შეშალა პროექტის წარმატებით დასრულებისათვის“, - წერია აუდიტის ანგარიშში.

ამგვარად, აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა 76.7 ათასი ლარი დახარჯა არაეფექტიანად და პროექტების სრულყოფილად შესრულებისათვის არ დააწესა სათანადო კონტროლი შესყიდული მასალების დროულ ხარჯვაზე, აღრიცხვასა და გამოყენებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები