დღეს მთელ მსოფლიოში ეკონომისტები და ეპიდემიოლოგები ერთ ენაზე საუბრობენ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„დღეს მთელ მსოფლიოში ეკონომისტები და ეპიდემიოლოგები ერთ ენაზე საუბრობენ და ეს არის ის მოწოდებები, რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ პოტენციური საფრთხეების ჩაქრობა, რაც მოიცავს სოციალური დისტანცირებას, ჰიგიენური ნორმების დაცვას და ა.შ. ეს პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი. ამ მომენტისთვის მთელ მსოფლიოში ყველა აღიარებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა მოქალაქეს აქვს და რაც ითვალისწინებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რაც საფრთხეს შეუქმნის მასაც და სხვა ადამიანებსაც“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.




























