მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაპირებ "მოდერნას" ვაქცინის შემოტანაზე ამერიკელი კონგრესმენები შევაწუხო" - მრელაშვილი

6055f9ef8bd8a
ინგა მურუსიძე
20.03.21 20:20
4410
ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ტელენევროლოგი დავით მრელაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკულ ვაქცინა „მოდერნას“ მწარმოებელთან მოლაპარაკებები აქვს.

როგორც მრელაშვილმა #ForbesTalk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, ის უკვე ესაუბრა კომპანიის წარმომადგენელს და ცდილობს, მედიატორის როლი ითამაშოს, რათა საქართველოში „მოდერნას“ შემოტანა დაჩქარდეს.

„ვცდილობ, მედიატორის როლი ვითამაშო. მიმოწერა მქონდა „მოდერნასთან“ და მიპასუხეს, რომ ჩვენი მთავრობა ზუსტად ახლა გავიდა ხაზზე და მუშაობენ ამ საკითხზე. კონკრეტული თარიღები კონფიდენციალურია, მაგრამ ეს მალე არ იქნება. დაჩქარება მინდა, გეგმა მაქვს, რომ ამერიკელი კონგრესმენები შევაწუხო, თუმცა დაპირების მოცემა შეუძლებელია, რადგან საკითხი პრეზიდენტების დონეზე წყდება. კარგი იქნებოდა, საქართველოში „მოდერნას“ შემოტანის რამდენიმე თვით ადრე მაინც გადმოწევა, თუნდაც იმიტომ, რომ ქართველების ნაწილი “ასტრაზენეკათი“ აცრაზე უარს აცხადებენ - „ფაიზერი“ ან „მოდერნა“ გვინდაო“, - ამბობს დავით მრელაშვილი.



შეგახსენებთ, საქართველოში პირველი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა და მედიკოსების ვაქცინაცია დაიწყო. მთავრობის ინფორმაციით, 22 მარტს ქვეყანაში „ფაიზერის“ 30 ათასამდე დოზა უნდა შემოვიდეს, ხოლო „მოდერნასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები