მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაპირებთ, 2024 წელს საქართველოში $10-დან $14 მილიონამდე ინვესტიცია შემოვიტანოთ" - Lineate Georgia

გიორგი ციკოლია

ტექკომპანია Lineate Georgia საქართველოში საქმიანობით კმაყოფილია. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას კომპანიის რეგიონალურმა დირექტორმა გიორგი ციკოლიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულს ის ადასტურებს, რომ კომპანიას საქართველოში $14 მილიონამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული. 2024 წელს კი $10-დან $14 მილიონამდე ინვესტიციის შემოტანას კიდევ აპირებს. „საქართველოში, ჩვენი ინდუსტრიის ნაწილში, თოთხმეტი თვის განმავლობაში, მეტ-ნაკლებად კმაყოფილები ვართ“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება გამოწვევებს, როგორც გიორგი ციკოლიამ განმარტა, ის არა მარტო შიდა, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც არსებობს და ამის მაგალითად გლობალურ ეკონომიკაში არსებული საფრთხე მოიყვანა.

ინვესტორებზე საუბრისას მან თქვა, რომ კომპანიის მომხმარებლები ძირითადად ამერიკული კომპანიები არიან.

„მუდმივად საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ. ძირითადად უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს ვემსახურებით. გვინდა ეს გამოცდილება საქართველოში დავნერგოთ და ძალიან დიდ ინვესტიციას, ყურადღებას და დროს ვუთმობ განათლების სფეროს. ჩემი შეთანხმება კომპანიის მფლობელთან იყო, რომ ცალკე ყოფილიყო პროექტები, რაც იმ ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარებას ხელს შეუწყობდა, - გვაქვს დაფინანსება, წამყვან ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტებს ვაფინანსებთ. კომპანიაში გამოყოფილი გვაქვს პროგრამები და ჩვენს ცოდნას ახალ თაობას ვუზიარებთ. არსებობს სტაჟირების პროგრამები, რომელიც საშუალებას გაძლევს კომპანიაში სამუშაო გქონდეს - 6 ადამიანი უკვე დავასაქმეთ და ამ ექვსიდან 5 საერთაშორისო პროექტშია ჩართული“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის: კომპანია „ლაინეიტი“ მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს ქმნის, რაც მათ ურთულესი ბიზნეს ამოცანების, უმთავრესად კი კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კომპანიას მაღალი დონის ტექნოლოგიური პროგრამების და მონაცემების დამუშავების პრობლემების გადაჭრაში 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები