მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაპროტესტებთ EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას" - დღეს "Erasmus+"-ის პროგრამების მონაწილეთა მარში გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე Erasmus+ -ის პროგრამების მონაწილეების მარში იგეგმება. მონაწილეები განათლების სამინისტროსთან შეკრებას და იქიდან მსვლელობით პარლამენტამდე მისვლას გეგმავენ.

"ჩვენ ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას. გადაწყვეტილებას, რომელიც უმძიმეს შედეგებს მოუტანს საქართველოს განათლების სისტემას.

რა მოხდა?
6 დეკემბერს დარგის სპეციალისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას.

ეს ნიშნავს:
- უმაღლესი განათლების რეპუტაციის დაზიანებას და საერთაშორისო ნდობის დაკარგვას.
- სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კრედიტებისა და დიპლომების აღიარების ეჭვქვეშ დაყენებას საზღვარგარეთ.
- ერთობლივი საერთაშორისო პროგრამების შემცირებას და Erasmus-ის მსგავსი მობილობის გართულებას.
-საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მიღების შესაძლებლობების შეზღუდვა.

ჩვენ, Erasmus-ის პროგრამების მონაწილეებს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ევროკავშირის ქვეყნებში განათლების მიღების და პროგრამებში მონაწილეობის უპირატესობები. თუმცა, 28 ნოემბერს არალეგიტიმურმა მთავრობამ ღიად თქვა უარი ევროპულ კურსზე. სწორედ ამ ანტიდასავლური ქმედებების შედეგად, სხვა სტუდენტებისთვის შეუძლებელი გახდება მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის მიღება.

ჩვენ გვაქვს თანამედროვე ევროპული განათლების მიღების უფლება და არ დავუშვებთ მისი მომავლის ეჭვქვეშ დაყენებას!", - აცხადებენ "Erasmus +"-ის პროგრამის მონაწილეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები