მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვაპროტესტებთ "ოცნების" გადაწყვეტილებას" - Ivy League უნივერსიტეტების სტუდენტების განცხადება

აქცია

Ivy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტები "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთა მოლაპარაკებების გახსნის საკითხი აპროტესტებენ და ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადების ხელმომწერები, რომელთა რაოდენობა მზარდია, დემონსტრანტებს სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ და გმობენ საპოლიციო ძალების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას.

"ჩვენ, Ivy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტები, მეცნიერები, ლექტორები და სხვა, ვაპროტესტებთ “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას 2028 წლის ბოლომდე შეაჩეროს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ეს ნაბიჯი უგულებელყოფს ქართველი ხალხის ნებას და კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლებიც პირდაპირ ეხმიანებიან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზანს.

ჩვენი, როგორც საზოგადოების აქტიური წევრების, უპირველესი პასუხისმგებლობაა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვასა და კონსტიტუციური ღირებულებების ერთგულებას. წლებია, ქართველი ხალხი იბრძვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, რაც როგორც ჩვენი ისტორიული არჩევანი, ასევე სტრატეგიული განვითარების განუყოფელი ნაწილია. საერთაშორისო იზოლირება და მხარდაჭერის დაკარგვა, განსაკუთრებით მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქვეყანას რთული გამოწვევების წინაშე მარტო დატოვებს. მიგვაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნის გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებს.

სოლიდარობას ვუცხადებთ და ვუერთდებით მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ხელისუფლების და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ძალადობის მიუხედავად, განაგრძობენ ქვეყნის ინტერესების დაცვას. მიუღებელია ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ მიზანმიმართული ძალადობა. მოვუწოდებთ ძალოვან სტრუქტურებს, შეწყვიტონ ძალის გამოყენება და დაიცვან მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, როგორც ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციის 21-ე მუხლით.

საქართველო უნდა დარჩეს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზის ერთგული, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიული და სტრატეგიული არჩევანია. თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა ამ მიზნისთვის ბრძოლა", - ნათქვამია განცხადებაში.

Ivy League უნივერსიტეტების ამჟამინდელი და კურსდამთავრებული სტუდენტების განცხადება არის ღია და მას შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერი მოქმედი სტუდენტი, კურსდამთავრებული, ან აფილირებული პიროვნება:

დააჭირეთ აქ!

ამ დროისთვის განცხადებას ხელს შემდეგი კურსდამთავრებული აწერენ:

  1. ირაკლი ბეჟუაშვილი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2020-2024)
  2. მარიამ ნოზაძე (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2023-2027)
  3. ნიკოლოზ ცისკარიშვილი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი 2021-2025)
  4. ანა ბეჟანიშვილი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი 2021-2025)
  5. ლიკა გეგენავა (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი 2021-2025, მაგისტრატურა 2024-2026)
  6. ნიკა ბეჟუაშვილი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2022-2026)
  7. ლიზი მელაშვილი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2023-2027)
  8. დავით ბარბლიშვილი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2018-2022)
  9. ანი ბუცხრიკიძე (ბრაუნის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2021-2025)
  10. ლერი ხუფენია (კოლუმბიის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2022-2023)
  11. ელენე უგულავა (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2017-2021)
  12. ნიკოლოზ გაგნიძე (ბრაუნის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2024-2028)
  13. თიკო ასათიანი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2021-2022)
  14. კატო ბაქრაძე (იელის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2017-2021)
  15. ანასტასია ჯავახიშვილი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2023-2027)
  16. ალექსანდრე ჯელაძე (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი 2021-2025)
  17. მიშო გაბაშვილი (იელის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2020-2024)
  18. ნანიკო კაკონაშვილი (დართმუტ კოლეჯი, ბაკალავრი, 2023-2027)
  19. ლიკა ლაბაძე (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი 2020-2024)
  20. ნიკოლოზ ლობჟანიძე (კორნელის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2023-2028)
  21. ქეთი სულამანიძე (კორნელის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2024)
  22. გიორგი ბოხუა (კოლუმბიის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2022-2023)
  23. გიორგი ლიკლიკაძე (კოლუმბიის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2024-2025)
  24. დავით ჭითანავა (კოლუმბიის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2019-2021)
  25. ნინი ფარსენაძე (ბრაუნის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2021-2025)
  26. მარიამ ნატროშვილი (პენსილვანიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2022-2026)
  27. ლაშა გიორგი შამუგია (პრინსტონის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2022-2026)
  28. მიხეილ ვაზაგაშვილი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2024-2028)
  29. ნენე ჟვანია (ჰარვარდის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2022-2026)
  30. ეკატერინე ეგუტია (ჰარვარდის სამართლის სკოლა, მაგისტრატურა, 2014-2015)
  31. გელა ბეჟუაშვილი (ჰარვარდის კენედის სკოლა, მაგისტრატურა, 2004, 2011)
  32. მარიამ მაჩაბელი (კოლუმბიის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2021-2022)
  33. მირიან ხაბურზანია (ჰარვარდის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2017-2019)
  34. მარიამ ივანიაშვილი (იელის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2019-2023)
  35. თეა გერგედავა (ჰარვარდის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2008-2009)
  36. ირინა ჩოჩუა (კორნელის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2024-2026)
  37. მერი გაბაშვილი (ჰარვარდის უნივერსიტეტი, მაგისტრი, 2009-2010)
  38. ეკატერინე გურეშიძე (ჰარვარდის უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი, 1998-1999)
  39. ნანა ღიბრაძე (ჰარვარდის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2001-2002)
  40. სოფო ტყემალაძე (ჰარვარდის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2016)
  41. ლევან კილაძე (კოლუმბიის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2023-2026)
  42. ლია მამნიაშვილი (ჰარვარდის უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი, 2004 - 2005
  43. ნათია ნაცვლიშვილი (ჰარვარდის უნივერსიტეტი, მაგისტრი, 2000-2002)
  44. ნია ჯიქია (კორნელის უნივერსიტეტი, 2024-2028)
  45. ქეთევან ჩხატარაშვილი (იელის უნივერსიტეტი, 2007)
  46. გიორგი ზედგინიძე (ჰარვარდის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2007)
  47. გენო მალაზონია (ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, 2015)
  48. რუსუდან ჭანტურია (კოლუმბიის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2007-2009)
  49. სიმონ ჯანაშია (ჰარვარდის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2001; კოლუმბიის უნივერსიტეტი, დოქტორანტურა, 2016)
  50. გიორგი მუჩაიძე (ჰარვარდის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2010-2011)
  51. ნათია მჟავანაძე (კოლუმბიის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2006-2007)
  52. დიმიტრი გვინდაძე (ჰარვარდის უნივერსიტეტი, მაგისტრატურა, 2003-2005)
  53. ირაკლი შუბითიძე (ჰარვარდის ბიზნეს სკოლა, Executive Education (PLD 39) 2024-2025)
  54. ნინო კოხია (კორნელის უნივერსიტეტი, MBA, 2024-2026)
  55. ანასტასია ლელაძე (ჰარვარდის უნივერსიტეტი, ბაკალავრი, 2022-2026)
  56. გიორგი შუბლაძე (კორნელის უნივერსიტეტი, MBA, 2023-2025)
  57. ნიკოლოზ ევგენიძე (კოლუმბიის უნივერსიტეტი, ბაკალავრი 2020-2024, მაგისტრატურა 2024-2025)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები