მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაქცინა იქნება უსაფრთხო... მნიშვნელოვანია, მომართვიანობა იყოს შესაბამისი - გაბუნია

60196bccc7f86
ინგა მურუსიძე
02.02.21 19:13
336
ძალიან ინტენსიური მუშაობა მიდის მოსამზადებლად, რომ Pfizer-ის პირველი დოზები მივიღოთ და დავიწყოთ მისი გამოყენება მაშინვე. უკვე შერჩეულია დაწესებულებები, სადაც მოხდება პირველი ჯგუფების ვაქცინაცია, ე.წ. ვაქცინაციის ცენტრები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, სხდომაზე განიხილეს ის მიმდინარე პროცესები, რაც აუცილებლად შესასრულებელია ქვეყანაში ვაქცინის ჩამოსატანად, ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაცვით. თამარ გაბუნიას განცხადებით, აგრეთვე საუბარი იყო საკომუნიკაციო კამპანიაზე პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით.

„ამაზე იყო დღეს საუბარი და ასევე იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც არის აუცილებლად შესასრულებელი უკვე ქვეყანაში ვაქცინის ჩამოსატანად ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაცვით და ასევე, საკომუნიკაციო კამპანიაზე, ვაქცინა არის მაღალი ხარისხის, ვაქცინა იქნება უსაფრთხო, ეფექტური და მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს შეუფერხებელი და მომართვიანობა შესაბამისი, როგორც პირველ, ასევე მეორე დოზაზე, რადგან სრული ციკლის ჩატარება არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მისაღებად", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები