ვაქცინაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, covid-19-ის ვაქცინით ასაცრელ პირთა წრე ფართოვდება და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ქრონიკული დაავადების მქონე პირებსაც შეეძლებათ.
შესაბამისი გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საბჭოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია.
ინფორმაციისთვის: ამ დროისთვის ვაქცინაციაში ჩართვა შეუძლიათ ექიმებს, 55 წელს ზემოთ მყოფ პირებს და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობითვე, ამ დროისთვის ქვეყანაში ვაქცინაცია 14 207 ადამიანს ჩაუტარდა. 30 აპრილამდე კი 19 573 აცრაა დაჯავშნილი.
ვაქცინაციის პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 24 სტაციონარული დაწესებულება.




























