მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვაქცინაციის დაბალი ტემპის შემთხვევაში, შესაძლოა ახალი შტამის მიზეზი გავხდეთ” - ქეთევან ჩხატარაშვილი

62023147bb772
ანუკა ჯოხაძე
09.02.22 00:10
644
8 თებერვლის მონაცემებით საქართველოში სულ აცრილია - 2 755 879 ადამიანი, დღიურად კი ჩატარდა 4 023 აცრა. ვაქცინაციის დაბალი ტემპის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ჯანდაცვის სპეციალისტები დაგვიანებულ საინფორმაციო კამპანიას ასახელებენ.

ქეთევან ჩხატარაშვილი ამბობს, რომ თუ ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი არ გაიზრდება, შესაძლოა მთელმა მსოფლიომ დაასრულოს პანდემია, ხოლო აქ ეს პროცესი გახანგრძლივდეს.

“მოსახლეობას და გადაწყვეტილების მიმღებებს უნდა ესმოდეთ, რომ ვაქცინაციის მაჩვენებელი თუ არ გაიზარდა, მთელმა მსოფლიომ შეიძლება პანდემია დაასრულოს, ხოლო ისეთ ქვეყნებში, სადაც საქართველოს მსგავსად ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, ეს პროცესი არც ისე ხანმოკლე იქნება.

პანდემია გახანგრძლივდება და შეიძლება ჩვენ თვითონ გავხდეთ მიზეზი ახალი შტამის გამოყვანის, რაც დანარჩენი მსოფლიოსთვისაც შეაფერხებს ამ პროცესის დასრულებას. ამიტომ ბევრი რამე დევს სასწორზე", - ამბობს ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები