მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაქცინაციის კამპანიას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები - გაბუნია

6059ae54c1712
ინგა მურუსიძე
23.03.21 13:05
993
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, "ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია საქართველოში წარიმართა ისე, როგორც წარიმართა და ახლა ქვეყანამ გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა ისწავლოს".

უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, თამარ გაბუნიას ჟურნალისტებმა ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ეფქტიანობაზე არაერთი კითხვა დაუსვეს, მათ შორის იმაზეც, უნდა დაწყებულიყო თუ არა, კამპანია გაცილებით ადრე.

„კამპანიას აქვს ეტაპები, საქართველოში კამპანია წარიმართა ისე, როგორც წარიმართა. ამას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამოცდილებაზე უნდა ვისწავლოთ და გავაგრძელოთ შემდეგი ეტაპები ისე, რომ მივიღოთ მაქსიმალური მოცვა იმ ავტორიზებული ვაქცინის, რომელიც საქართველოში შემოვა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები