დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში ჩართვის სურვილი პრეზიდენტმა გამოთქვა, ასევე პრემიერმა გასცა დავალებები, რომ კამპანიაში ყველა პირველი პირი ჩაერთოს. გამყრელიძის თქმით, საერთოდ, ქვეყანაში ვაქცინაციის საკითხს პოლიტიკა უნდა ჩამოშორდეს და ამაზე ყველა შეთანხმდეს.
„პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, ასევე პრემიერმა გასცა დავალებები, რომ ამ კამპანიაში ყველა პირველი პირი უნდა ჩაერთოს, არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ წინდადება უნდა განვიხილოთ, რომ ვაქცინაციის თემა უნდა ჩამოვაშოროთ პოლიტიკას.
აგვისტოში 23 ათასი აცრა გვქონდა დღიურად, სექტემბერში გვქონდა 16 ათასი აცრა, ხოლო ოქტომბერში ჩამოვედით 5 000 აცრაზე. ჩვენ რომ ისეთივე აქტიურები ვყოფილიყავით სექტემბერ-ოქტომბერში, როგორც ვიყავით აგვისტოში, ამდენი ინფიცირებული დღეს არ გვეყოლებოდა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
იქნება ვაქცინაციის აგრესიული საინფორმაციო კამპანია - გამყრელიძე




























