მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ვაქცინაციის მოტივაციის მექანიზმი ეთიკურად გამართლებული უნდა იყოს“ - გაბუნია

608a9b57531b2
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.21 22:00
510
გუშინ დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ფეისბუქ ლაივში და შემდეგ უკვე ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადეს, რომ მუშავდება გარკვეული შეღავათები ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება, რაც აცრილებისთვის კომენდანტის საათისა და სხვა შეზღუდვების მოხსნას შეიძლება ითვალისწინებდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ამ საკითხზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ იქნება გამართლებული, როდესაც ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება და ვაქცინაციაც საყოველთაო გახდება.

„ზოგადად ვაქცინაცია ინდივიდუალურია და ჩვენ მაქსიმალურად შევინარჩუნებთ მოქალაქის ინდივიდუალურ გადაწყვეტას ვაქცინაციის ჩატარება-არჩატარებაში. რა თქმა უნდა, ვაქცინის არჩატარებასთან დაკავშირებით რისკები მაღალი იქნება და საზოგადოებრივი ინტერესებიც შეიძლება დაზარალდეს. სხვადასხვა ქვეყნები დღეს მოტივაციის სხვადასხვა მექანიზმებს განიხილავენ, თუმცა მოტივაციის მექანიზმი ეთიკურად გამართლებული უნდა იყოს და არ უნდა გამოიწვიოს არანაირი დისკრიმინაცია, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი უარს ამბობს ვაქცინაციაზე. განსაკუთრებით, დღეს როდესაც ვაქცინაციიის პროგრამა ვიწრო ფარგლებში გვაქვს. როდესაც დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია და მეტად ფართო იქნება ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა, მოტივაციის მექანიზმებზე უფრო აქტიურად დავიწყებთ მსჯელობას, ამასობაში საერთაშორისო გამოცდილებაც დაგროვდება და უფრო თამამი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა გვექნება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები