მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაქცინაციისთვის მომავალ წელსაც იქნება საჭირო ფინანსების მობილიზება - გაბუნია

60f00a058b877
ინგა მურუსიძე
15.07.21 14:21
722
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციისთვის მომავალ წელსაც იქნება საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება. როგორც მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განმარტა, მიდის მსჯელობა მესამე ბუსტერ-დოზით ვაქცინაციაზეც.

„მომავალ წელსაც ჩვენ მოგვიწევს გარკვეული რესურსის მობილიზება ვაქცინაციისთის. უკვე მიდის მსჯელობა მესამე ბუსტერი დოზის თაობაზე და ასევე წელს 60%-იანი სამიზნე გვაქვს დასმული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დარჩენილი 40% არ უნდა აიცრას. მომავალ წელსაც უნდა გაგრძელდეს ვაქცინაციის პროგრამა, ანუ გარკვეული რესურსი წლევანდელი ინვესტიციის შემდეგ კვლავაც საჭირო იქნება მომავალ წელსაც, რომ სრული კონტროლი მივიღოთ ვაქცინაციაზე. შემდეგ უკვე მივხდებით, რამდენად იქნება დამატებითი ინვესტიცია ამაში საჭირო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ: საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო და ამ დროისთვის ყველა ვაქცინის მხოლოდ ორი დოზით აცრაა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები