მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება - როგორ გეგმავს მთავრობა მასობრივ ვაქცინაციას?

60df1aadf05fd
ინგა მურუსიძე
02.07.21 18:16
1213
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შემოსული ვაქცინებიდან ნახევარი მილიონი „სინოფარმია“, ხოლო ნახევარი მილიონი „სინოვაკი“ და ყველა ფლაკონი ორდოზიანია.

გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება, ხოლო მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან.

NCDC-ს ხელმძღვანელის თქმით, ვაქცინები დასაწყობებულია და დღეს ხდება დისტრიბუცია ქუთაისში, საიდანაც დასავლეთ საქართველოს მომარაგება განხორციელდება.

„4 ივლისს, დღის მეორე ნახევარში ყველა ამცრელი დაწესებულება მზად იქნება “სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყოს. რამდენიმე დღე აცრები ჩატარდება სწორედ ამ ვაქცინით, დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტივობა მოქალაქეების მხრიდან და რამდენიმე დღეში დაემატება „სინოვაკის“ ვაქცინებიც. ასევე გაგრძელდება აცრები „ასტრაზენეკათი“. ამ დღეებში შემოვა „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები და ყველა ადამიანი, ვისაც მეორე დოზით 10-12 კვირის გასვლის შემდეგ აცრა უწევს, აიცრება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები