აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ხელმძღვანელი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ პირბადე ვირუსისგან უკეთეს დაცვას უზრუნველყოფს, ვიდრე ვაქცინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
CDC-ის ხემძღვანელის თქმით, პირბადე კორონავირუსისგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა.
„შეიძლება ითქვას, რომ პირბადე COVID-19-სგან დაცვის უფრო მეტ გარანტიას იძლევა ვიდრე ვაქცინა, რადგან ვაქცინის მიღების შედეგად შეძენილი იმუნიტეტი დაახლოებით 70% იქნება და ესეც იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმს ვაქცინაზე იმუნური პასუხი ექნება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ორგნიზმს იმუნური პასუხი არ ექნება, ვაქცინა ვერ დაგვიცავს, პირბადე კი დაგვიცავს" - აღნიშნა რობერტ რედფილდმა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და პირბადეები გამოიყენონ.
რობერტ რედფილდი განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუწოდებს 18-25 წლის ახალგაზრდებს, რადგან სხვა შემთხვევაში აშშ-ს ისევ ექნება კორონავირუსული აფეთქებები.