ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში საყოველთაო რეგისტრაცია აპრილის შუა რიცხვებში დაიწყება, ხოლო საყოველთაო ვაქცინაცია მე-3, მე-4 კვარტალში.
„ჩვენ დავიწყებთ საყოველთაო რეგისტრაციას იმისთვის, რომ გვქონდეს მსურველების ზუსტი ჩამონათვალი და იმის მოლოდინიც, თუ რამდენი ადამიანი ჩაერთვება ვაქცინაციის პროგრამაში, როცა ვაქცინა შემოვა. ჩვენი გეგმით, მასიური ვაქცინაცია დაგეგმილია მე-3 მე-4 კვარტალში, თუმცა მანამდეც, დღევანდელი მდგომარეობითაც, სხვა ქვეყნების გამოცდილებაც მიუთითებს, რომ მოსახლეობის 30% არის აქტიური მიმღები ვაქცინების, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენთან ეს აქტივობა არ არის, მათ შორის არც მედიკოსებში“, - განაცხადა გაბუნიამ.
ინფორმაციისთვის, დღეს ვაქცინაციის სარეგისტრაციო პორტალი 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და მედიკოსებისთვის არის ღია.




























