მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქვეყნებთ კანონპროექტის ტექსტს. ყველას მოვუწოდებთ მისი წაკითხვისკენ - "ოცნება"

ქართული ოცნება

"ქართული ოცნება" "რუსული კანონის" ტექსტს აქვეყნებს და ყველას მისი წაკითხვისკენ მოუწოდებს. მმართველ პარტიაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს არგუმენტები არ აქვთ.

"ბოლო დღეების განმავლობაში, აქცენტი მთლიანად გადავიდა აქციებზე და ყველას დაავიწყდა ძირითადი თემა, რომელიც შეეხება თავად „გამჭვირვალობის კანონის“ ავკარგიანობას. დღემდე, ვერც ერთმა ოპონენტმა ვერ წარმოადგინა არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება კანონპროექტი, ან მისი ერთი პუნქტი მაინც იყოს რუსული, ან ცუდი. ასევე, რა არის ცუდი იმაში, რომ დეკლარაცია შეავსონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიაორგანიზაციებმა. ამიტომ, მთავარი თემა რომ არ დაგვავიწყდეს, ვაქვეყნებთ კანონპროექტის ტექსტს. ყველას მოვუწოდებთ მისი წაკითხვისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანისკენ", - წერია "ოცნების" განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის კანონპროექტის სრული ტექსტი.

კანონპროექტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები