მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ 80%-ს უნდა და შენ - არა, უმცირესობაში ხარ შენ - BLC-ის იურისტი "რუსულ კანონზე"

blc

სოფლის კლუბშიც კი, უნდა დააკმაყოფილო გარკვეული კრიტერიუმები და თუ ამას არ აკეთებ ე.ი არ გინდა კლუბში მოხვედრა, - ამის შესახებ BLC-ის იურისტმა ქეთი ქვარცხავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

"როდესაც გინდა სადმე შესვლა, მაგ. უნივერსიტეტში, ფეხბურთის ან სოფლის კლუბშიც კი, უნდა დააკმაყოფილო გარკვეული კრიტერიუმები, მაგ. ჩააბარო გამოცდა, ითამაშო ფეხბურთი და არ იყო ლოთი, თუ იძახი, რომ კიდევაც დალევ, არც ისწავლი და არც ივარჯიშებ, არ გინდა ე.ი. კლუბში მოხვედრა, მაგრამ არ ითვალისწინებ, რომ 80%-ს უნდა და უმცირესობაში ხარ შენ", - დაწერა მან.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. რუსული კანონის განხილვა დღეს დაიწყო. კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. განხილვის ფონზე, მიმდინარეობს აქციაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები