მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო ორ წელიწადში, დაახლოებით, მილიარდი ლარის პროექტები ვერ განხორციელდა - ქეთი ქვარცხავა

ქეთი ქვარცხავა

იურიდიული ფირმა BLC low-ს მმართველი პარტნიორის ქეთი ქვარცხავას განცხადებით, ბოლო ორ წელიწადში, დაახლოებით, მინიმუმ, მილიარდი ლარის პროექტები გაჩერდა ან/და ვერ განხორციელდა.

ასე უპასუხა ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი იურიდიული კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ჟურნალისტის კითხვას - „რა დავკარგეთ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების გამო“?

- ძალიან ბევრი რამე დავკარგეთ. მარტო იმ პროექტებიდან, რაც ახლა მახსენდება ახლა და შეიძლება, ყველა არ მახსენდება, დაახლოებით, მინიმუმ, მილიარდ ლარზე არის საუბარი ბოლო ორ წელიწადში... ესაა პროექტები, რაც გაჩერდა და [ჯერჯერობით] არ განხორციელდა.

- რომელ სფეროებში ველოდით საინვესტიციო პროექტებს და როგორი იყო გეოგრაფია?

- სხვადასხვა გეოგრაფია ჰქონდა, მათ შორის იყო აშშ, ასევე, სხვა ქვეყნები. სფეროებს რაც შეეხება - სამშენებლო, სასტუმრო, სათამაშო და სხვა... იცით, ყველგან გამოწვევაა და ეს გამოწვევები ძალიან კარგად არის გასააზრებელი.

- საქსტატის მონაცემებით, წელს, 6 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15.5%-ით შემცირდა. რამდენად მკაფიოდ ასახავს სტატისტიკა ინვესტორების განწყობებს საქართველოზე?

- სტატისტიკა არ იტყუება. ციფრები გაცილებით უფრო ზუსტია, ვიდრე აღქმები, მაგრამ შეგრძნებები, საბოლოოდ, გავლენას ახდენს რიცხვებზე. საინვესტიციო გადაწყვეტილება მხოლოდ ციფრებზე დაყრდნობით არ მიიღება. ხშირად გადაწყვეტილება ემოციურია და შეგრძნებებზე დამოკიდებული - გაქვს თუ არა პოზიტიური განწყობა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც კარგად განვითარდება... ყველაფერზე ერთად გვაქვს სამუშაო.

წერტილთან“ ინტერვიუში ქვარცხავამ თავისი იურიდიული ფირმის საქმიანობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მართალია, BLC-ს იურიდიული ფირმა დატვირთულია და საქმეები აქვთ, მაგრამ 2025-2026 წლებისთვის დაგეგმილ მაჩვენებლებს გარკვეულწილად ჩამორჩებიან.

დაქცეულ მდგომარეობაში არ ვართ. წინ მიდის საქმე, ბაზარზე მოძრაობები შეინიშნება და მოლოდინი მაქვს, მესამე კვარტალი არ იქნება ისეთი ცუდი, როგორიც მეორე და პირველი კვარტალი იყო“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ წელს, იურიდიული ფირმა BLC low უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. კომპანია ბაზრების გაფართოებას სხვა ქვეყნებშიც გეგმავს.

6 თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები $763.8 მლნ-მდე შემცირდა - რომელ სექტორებში/კომპანიებში ჩაიდო FDI?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები