მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილის მეტროსთან გარევაჭრობით დაკავებულებმა გადაინაცვლონ შესაბამის სივრცეში - კალაძის დავალება

61f0fbbb592fa
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.22 11:47
3643
"ძალიან ბევრი უკმაყოფილო ადამიანის ზარი შემოვიდა რომ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია", - ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მან სამგორის რაიონის გამგებელს მეტრო „ვარკეთილთან“ განთავსებული გარემოვაჭრეებისსპეციალურ სავაჭრო ზონებში გადაყვანა, ხოლო ირაკლი ბენდელიანს ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა დაავალა.

„ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, რომელიც პრობლემას წარმოადგენს ფეხით მოსიარულეთათვის; თემა გარემოვაჭრეებს ეხებათ, რომლებსაც ტროტუარები აქვთ დაკავებული და ფეხით გადაადგილება დისკომფორტს წარმოადგენს. ბევრი ზარია შემოსული ამასთან დაკავშირებით. მინდა, ამ პრობლემის მოგვარება. მიმდებარედ არსებობს სავაჭრო სივრცეები და მინდა, დავავალო სამგორის გამგებელს დაელაპარაკოს ამ სივრცეების დირექციას, რომ იმ ადამიანებმა, ვინც დღეს ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა და გარევაჭრობითაა დაკავებული, გადაინაცვლონ შესაბამისი მიზნით გამოყოფილ სივრცეში.

მინდა, ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, კერძოდ, ტროტუარების დამცავი ჯებირების, ზებრა-გადასასვლელების და სათანადო გამწვანების სამუშაოების განხორციელება დავავალო.

დღეიდან დაიწყეთ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, მიეცით მათ გონივრული ვადა, დავეხმაროთ კომუნიკაციაში სავაჭრო სივრცეების დირექციასთან, რომ თავისი საქმიანობა ამ მიზნით გამოყოფილ სივრცეებში გააგრძელონ“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები