მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარკეთილში ავარიული კორპუსის ჩანაცვლების 10-მილიონიანი ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა

სახლი კორპუსი მშენებლობა
03.07.24 16:08
620

თბილისის განვითარების ფონდმა ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლებისთვის ₾10.4-მილიონიანი ტენდერი განმეორებით გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, ვარკეთილის მესამე მასივში 4-სართულიანი კორპუსი 10-სართულიანი შენობით ჩანაცვლდება.

პროექტის თანახმად, ნაგებობა 1,300 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე განთავსდება და მისი განაშენიანების ფართობი 8,000 კვადრატული მეტრი იქნება.

ანალოგიური ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა თავდაპირველად 18 ივნისს გამოაცხადა, თუმცა ის უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგანაც 3 ივლისს სატენდერო კომისიამ ერთადერთ პრეტედენტს შპს "სევენ ჰილსს" ტექნიკური დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა, რის შემდეგაც ფონდმა დღესვე ახალი ტენდერი გამოაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები