თბილისის განვითარების ფონდმა ვარკეთილში მდებარე ავარიული კორპუსის ჩანაცვლებისთვის ₾10.4-მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, ვარკეთილის მესამე მასივში 4-სართულიანი კორპუსი 10-სართულიანი შენობით ჩანაცვლდება.
პროექტის თანახმად, ნაგებობა 1,300 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე განთავსდება და მისი განაშენიანების ფართობი 8,000 კვადრატული მეტრი იქნება.
ანალოგიური ტენდერი თბილისის განვითარების ფონდმა თავდაპირველად 18 ივნისს გამოაცხადა, თუმცა ის უარყოფითი შედეგით დასრულდა, რადგანაც 3 ივლისს სატენდერო კომისიამ ერთადერთ პრეტედენტს შპს "სევენ ჰილსს" ტექნიკური დოკუმენტაციის შეუსაბამობის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭა, რის შემდეგაც ფონდმა იმავე დღეს ახალი ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობა ისევ "სევენ ჰილსმა" მიიღო, რომელსაც დისკვალიფიკაცია განმეორებით მიენიჭა, რის შემდეგაც ტენდერი მესამედ გამოცხადდა.
ახალ ტენდერში კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 13-15 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ.