თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, ვარკეთილში გაზმომარაგება 17800 აბონენტს შეუწყდა.
"გაცნობებთ, რომ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს 08:30 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა:
ვარკეთილი - 3, I, II, III,IIIა, IV მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ასევე მიხეილ გახოკიძის, ილია სუხიშვილის, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა ქუჩის, ვიქტორ კუპრაძის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, მიმდებარედ: ყადირ შერვაშიძის, დიმიტრი ალექსიძის, დვალის, სადგერის, სადგურის, რადიოსადგურის მიმდებარედ, მიხეილ გახოკიძის, ოჯალეშის, ჩხენკელის, თაყაიშვილის, რწმენის, პატარა ლილო - დ.აღმაშენებლის, თამარ მეფის, ც.დადიანისა და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. ასევე შპს "ისთ ფოინთს" (შპს "გარანტი XXI -ს)", - ნათქვამია თბილისი ენერჯის განცხადებაში.
ენერგოკომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგების აღდგენა დღეს 2 ივნისს 14:00 საათიდან დაიწყება და 22:00 საათისთვის დასრულდება.
"თბილისი ენერჯი" ბოდიშს იხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
გთხოვთ ყურადღებით იყოთ და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში.




























